"თბილისი 2015"-ის დასკვნით დღეს მედლების 23 კომპლექტი გათამაშდება

© photo: Sputnikევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე დღეს, საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო მოპოვებული მედლების რაოდენობის გაზრდა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე კვლავ 3 ოქრო და 4 ბრინჯაოს მედალია.

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — „თბილისი 2015“- ის ფინალურ დღეს, შაბათს, 1 აგვისტოს მედლების 23 კომპლექტი გათამაშდება.

მძლოსნობაში მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდება:

— შუბის ტყორცნა(ვ)

— 800მ დისტანციაზე სირბილი(ვ)

— ესტაფეტა 4х100(ვ)

— თომბჯენით ხტომა (ქ)

— 800მ დისტანციაზე სირბილი(ქ)

— შუბის ტყორცნა(ქ)

— ესტაფეტა 4х100(ქ)

სპორტულ ტანვარჯიშში მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება და ჩემპიონები ინდივიდუალურ შეჯიბრებში გამოვლინდებიან — ვაჟებში —3, გოგონებში —2. 

ძიუდოში პრიზიორების ვინაობა სამ წონით კატეგორიაში გაირკვევა: —90 კგ-მდე ვაჟებში და გოგონებში — 70 კგ-ის ზემოთ წონით კატეგორიაში..

გოგონებსა და ვაჟებს შორის ასევე გათამაშდება მედლები სპორტის გუნდურ სახეობებსა (კალათბურთი, ხელბურთი) და ჩოგბურთში.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე დღეს, საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო მოპოვებული მედლების რაოდენობის გაზრდა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე კვლავ 3 ოქრო და 4 ბრინჯაოს მედალია.

ოლიმპიური ფესტივალის წინა დღე მეტნაკლებად წარმატებული რუსეთის გუნდისთვის აღმოჩნდა, რომელმაც 7 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. საერთო ჯამში მათ 14 ოქროს, 6 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი აქვთ.

მეორე ადგილზე უნგრეთის გუნდია — 9 ოქროს, 3 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედლით. მესამე ადგილზე კი  იტალიაა, რომლის ანგარიშზეც 9 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0