თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების გადაწყვეტილებას 18 დეკემბრამდე მიიღებენ

© photo: Sputnik / А. Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშიРепродукция картины Я. Сухова "Динамо"
Репродукция картины Я. Сухова Динамо - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროგამანაწილებელი კომისია „თელასი“ ელექტოენერგიაზე ტარიფის მომატების საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

თბილისი, 31ივლისი — Sputnik.  თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირების შესახებ კომპანია „თელასის“ განაცხადის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (GNERC) გადაწყვეტილებას 2015 წლის 18 დეკემბრამდე მიიღებს, ნათქვამია პარასკევს, 31 ივლისს GNERC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელექტროგამანაწილებელი კომისია „თელასი“ ელექტოენერგიაზე ტარიფის მომატების საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

“წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენის ბოლო ვადად 31 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად — 18 დეკემბერი განისაზღვრა“,-აცხადებს GNERC.

ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „თელასმა“, ელექტრომარეგულირებელს განაცხადით მას შემდეგ მიმართა, რაც GNERC-მა  „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მოთხოვნა ტარიფების გაზრდის შესახებ დააკმაყოფილა.

საქართველოს რეგიონებში 1 აგვისტოდან ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრი/კვსთ-ით გაიზარდა. გადაწყვეტილება კომისიამ ხუთშაბათს, 23 ივლისს მიიღო.

2015 წლის ბოლომდე მთავრობა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის პირობებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარს გამოყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება 30 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 126 ათას 511 სოციალურად დაუცველი ოჯახია (11,9% მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის) დარგისტრირებული.

თბილისში 23 ათას 332 სოციალურად დაუცველი ოჯახი (8,6% მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის) ცხოვრობს. 

დღვანდელი მდგომარეობით „თელასის“ აბონენტები, რომლებიც 101 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ/სთ-ში 9,94 თეთრს იხდიან; 101-დან 301 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაში — 12,46 თეთრს, ხოლო 301 კვტ/სთ-ს ზემოთ მოხმარებული ენერგიის ღირებულება 17,70 თეთრია. აშშ დოლარის მიმდინარე კურსია:1აშშ დოლარი —2,26 ლარი.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0