ოპოზიცია სასამართლოში იჩივლებს, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტერნეტიული კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო სასამრთლოს მიმართავს, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მოახერხებს, რომელიც მან ეროვნული ბანკისგან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს დაადო, განაცხადა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მარგველაშვილის განცხადებიდან მოკლე ხანში. ხოლო ცვლილებების ავტორმა თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. 

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო… თუ უმრავლესობა გადალახავს ვეტოს, ჩვენ მოვამზადებთ სარცელს და საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ“, — განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა.  

მარგველაშვილმა საკუთარი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მანამდე ალტერნეტიული კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0