სასამართლომ ანდრო ბარნოვი 350 ლარით დააჯარიმა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს.

თბილისი, 31ივლისი— Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ სააკაშვილის პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი  სამხრეთო ოსეთის „საზღვარზე“ პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 350 ლარით (154 აშშ დოლარი) დააჯარიმა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ბარნოვმა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მას შემდეგ,  რაც 16 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს, სოფ.ხურვალეთთან სკანდალი მოაწყო. მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„სასამართლო პროცესი დასრულდა. ის დანაშაულში იქნა მხილებული და 350 ლარით დაჯარიმდა“, განაცხადა სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს.


ყველა ახალი ამბავი
0