კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერი: ექსპერტიზამ დაადასტურა დაზიანებები

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ კიკიანი 16 ივლისს დაზარალებულ მხარედ ცნო. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალის გამოყენებით გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა სხეულზე დაზიანებების არსებობა, თქვა კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერმა ლიკა კიკიანმა, რომელიც პოლიციას ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. 

კიკიანმა 8 ივლისს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, სასტიკ ცემასა და პირადი ტელეფონის წართმევაში ადანაშაულებდა. "ვიტამინის" მენეჯერის თქმით, ინციდენტი კლუბის სიახლოვეს, მის მეგობრებს შორის დაწყებული კამათის შემდეგ მოხდა, რომელიც პოლიციის ოცამდე თანამშრომლის გამოჩენისთანავე შეწყდა. 

„ნათქვამია, რომ დაზიანებები მაქვს, რომლებიც ემთხვევა იმ დაზიანებებს, რომლებზეც 6 ივლისს ვსაუბრობდი. ველოდებით სხვა ექსპერტიზის დასკვნასაც, რომელიც პროკურატურის მიერ ამოღებულ კამერებს შეეხება“, — განუცხადა კიკიანმა „რუსთავი2-ს“ 31 ივლისს. 

აღსანიშნავია, რომ გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულმა შიდაგამოძიებამ არ დაადასტურა პოლიციელების მხრიდან კიკიანის მიმართ ძალის გამოყენების ფაქტი. 

პროკურატურამ კიკიანი 16 ივლისს დაზარალებულ მხარედ ცნო. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალის გამოყენებით გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 


ყველა ახალი ამბავი
0