თბილისი, 31ივლისი— Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ადგილად პეკინი დაასახელა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც კუალა-ლუმპურეში 31 ივლისიდან 3 აგვისტომდე ტარდება. პეკინის ერთადერთი კონკურენტი ალმა-ატა იყო, თუმცა 2022 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის ნებართვა პეკინმა მიიღო.
პეკინი 2008 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი იყო.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხეთ კორეაში გაიმართება. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი სოჭი იყო.