"როსტნეფტი" მზადაა აფხაზეთში საქმიანობა შეაჩეროს

© AFP 2024 / JACK GUEZნავთობის საბადო
ნავთობის საბადო - Sputnik საქართველო
გამოწერა
"როსტნფტმა" განცხადება აფხაზეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა. აფხაზეთის პარლამენტს დაევალა შავი ზღვის შელფის, კერძოდ, აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის მოძიებისა და წარმოების შესახებ დადებული შეთანხმების შემოწმება.

თბილისი, 31ივლისი — Sputnik.„როსტნეფტი“ მზადაა შავი ზღვის საქართველოს შელფის, კერძოდ აფხაზეთის მონაკვეთზე სანამ არ დასრულდება ნავთობის მოძიებისა და წარმოების შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე მოკვლევითი სამუშაოები, შეაჩეროს მოღვაწეობა, იუწყება რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„კომპანია „როსტნეფტი“ ორმხრივი თანამშრომლობის მომხრეა… და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მზადაა თავისი მოღვაწეობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეაჩეროს“, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამწუხაროდ, მოვლენების ასეთი განვითარება აფხაზეთის ეკონომიკასა და ბიუჯეტის შევსებაზე თავის გავლენას იქონიებს. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება შედეგის მიღწევა. ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, „როსტნეფტი“ მზადაა  მოლაპარაკებები გამართოს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა. აფხაზეთის პარლამენტს დაევალა შავი ზღვის შელფის, კერძოდ, აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის მოძიებისა და წარმოების შესახებ დადებული შეთანხმების შემოწმება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0