თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამემნტის დეპუტატმა თამამზ მეჭიაურმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვა, რომელმაც მის პროექტს ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის სესახებ ვეტო დაადო.
მარგველაშვილმა საკუთარი ნაბიჯი იმისთ ახსნა, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე.
„[მარგველაშვილმა] გამოიყენა თავის ჭკუით ეს გუნდი („ქართული ოცნება“ — რედ.) და მერე დაიწყო პრეზიდენტობანას თამაში. თუ თვლი, რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ, მაგარი მოთამაშე ხარ, ღირსება უნდა გეყოს. გადადექი, დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები“, — განაცხადა „რუსთავი2-ის“ ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა.
მარგველაშვილი კოალიციის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წაყლობით გახდა პრეზიდენტი, ახლა კი ამომრჩევლებს „ნაციონალების“ მხარდამჭერებში ეძებს, დაამატა მეჭიაურმა.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის შემუშავებას „ქართულ ოცნებასა“ და ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ. მთავრობის წევრებმა და მმართველი კოალიციის დეპუტატებმა ქადაგიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებისას უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
მეჭიაურმა ქადაგიძეს ქვეყნისთვის ასხიფათო ადამიანი უწოდა, რომელიც ექსპრეზიდენტის პარტიის პოლიტიკას ატარებს.
საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების შენიშვნების შემდეგ, პარლამენტმა დახვეწა კანონპროექტი, მაგრამ ოპოზიციამ და პრეზიდენტმა კვლავ დაიწუნეს იგი. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ცვლილებები კანონში ოპოზიციის გარეშე შეიტანა.