თბილისი, 31ივლისი— Sputnik. ნეპალში ჩამოწოლილ ნეპალს 36 ადამიანის სიციცხლე ემსხვერპლა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
მანამდე მედიაში კასკის რაიონში სტიქიური უბედურების შედეგად 26 გარდაცვლილისა და 42 უგზოუკვლიდ დაკარგული ადამიანის შესახებ ვრცელებოდა ინფორმაცია.
ნეპალის დასავლეთში მდებარე კასკის რაიონში მსხვერპლის რაოდენობა ექვსით გაიზარდა. „დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა“, —კედარის რაიონის პოლიციის უფროსის სიტყვებს ციტირებს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მეწყერის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა ტურისტებისათვის პოპულარულ ჩიტვანისა და ბაგლუნგის რაიონებში.
თავსხმა წვიმები, რომლებიც ამ სეზონისთვის არის დამახასიათებელი, ხშირად იწვევენ მთიან რაიონებში მეწყრულ მოვლენებს.