ევროპის სასამართლომ მირცხულავას საქმე ნუსხიდან ამოიღო

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითობისთვის გასამართლებული მირცხულავა წინა ხელისუფლებას უკანონო დაკავებაში, დაპატიმრებასა და პატიმრობისას არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებდა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი ამოიღო, ვინაიდან მხარეებმა კომპენსაციაზე შეთანხმება შეძლეს, იუწყება იუსტიციის სამინისტრო. 

თაღლითობისთვის გასამართლებული მირცხულავა წინა ხელისუფლებას უკანონო დაკავებაში, დაპატიმრებასა და პატიმრობისას არასათანადო  მკურნალობაში ადანაშაულებდა. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. 

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ 2015 წლის 3 აპრილს აღიარა მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევა და მომჩივანს კომპენსაციის სახით 5 000 ევრო შესთავაზა. ყოფილმა მინისტრმა შეთავაზება მიიღო, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს პროკურატურმა 2003 წელს მირცხულავა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების — 6 მლნ აშშ დოლარის — მითვისებაში დაადანაშაულა. 

2005 წლის მარტში თბილისის სასამართლომ მას 10  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა იგი. 


ყველა ახალი ამბავი
0