თბილისი, 31ივლისი — Sputnik. ჩეხი მთამსვლელი გოგონა, რომელმაც მყინვარწვერზე 30 ივლის თავის არეში დაზიანება მიიღო, ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის „112“-ის თანამშრომელმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარასკევს, 31 ივლისს.
„მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა რთული იყო და დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა“, —აღნიშნავს „112“-ის თანამშრომელი.
ჩეხი ტურისტი მყინვარწვერის დასალაშქრად ალპინისტთა ჯგუფთან ერთას გაემგზავრა, რომლებმაც სავარაუდოდ, გოგონა შუა გზაში დატოვეს, — განმარტეს „112“-ში.
გუშინ, მთამსვლელი გოგონა ვერტმფრენის დახმარებით ნაპრალიდან ამოიყვანეს.