თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბანკების ამ მიმართულებით აქტიურობა მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მოლაპარაკების თანახმად, ფინანსთა სამინისტროსა და ბანკებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბანკირებს წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის შესრულების შედეგები და ეკონომიკური ზრდის პარამეტრები გააცნო.