საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 81,3%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წელს იმპორტი 10,1%-ით შემცირდა და 315,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საერთო იმპორტის მოცულობის 8,6%-ს შეადგენს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოდან ჩინეთში 2015 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 81,3%-ით გაიზარდა (25 მლნ აშშ დოლარი) და დაახლოებით 55,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა — ქვეყნის ექსპორტის საერთო ბრუნვის 5,1%, აცხადებენ „საქსტატში“.

მოცემულ პერიოდში ჩინეთში 1,72 ათასი ტონა, 8,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის ჯართია ექსპორტირებული, რაც 707 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.  მიმდინარე წელს 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი განხორციელდა, რაც 599,6 ათასი დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან იმპორტის შემცირება დაფიქსირდა. 2014 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წელს იმპორტი 10,1%-ით შემცირდა და შეადგინა 315,1 მლნ აშშ დოლარი, რაც ქვეყნის საერთო იმპორტის მოცულობის 8,6%-ს შეადგენს.

2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს სავაჭრო სფეროში პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მესამე ადგის იკავებს.  აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 371 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 30, 0%–ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მთლიანი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 7,8%-ია.

 


ყველა ახალი ამბავი
0