თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 2014 წელს საღეჭი რეზინის იმპორტის მოცულობა 466,4 ტონა იყო, რაც 5,4%-ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ პერიოდში საღეჭი რეზინის იმპორტმა 1,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2013 წელთან (1,7 მლნ აშშ დოლარი) შედარებით.
საანგარიშო პერიოდში საკონდიტრო ნაწარმის იმპორტმა 40,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3%-ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებლთან შედარებით. 2014 წელს 114,1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი განხორციელდა, რაც 1%-ით მეტია 2013 წელთან (113 მლნ აშშ დოლარი) შედარებით.