თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველო იძულებული იყო ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მიერთებოდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ხუთშაბათს, 30 ივლისს.
საქართველო, უკრაინა და რიგი ქვეყნები ყირიმსა და სევასტოპოლის მოვლენების გამო, 2016 წლის 23 ივნისამდე შეუერთდნენ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს. საქართველო გასული წლის 23 ივნისს შეუერთდა ერთ სანქციას — ყირიმსა და სევასტოპოლში (უკრაინა) წარმოებულ საქონელზე ექსპორტის კუთხით.
ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო, აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
„ეს ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საშუალება რომ არ მივერთებოდით ამას“,- განაცხადა დონდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 12 სანქცია დააწესა და საქართველო ერთ სანქციას შეუერთდა. ყირიმში ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, ევროგაერთიანებამ დადგენილება 2014 წლის 23 აპრილს მიიღო.
„არაფერი ახალი არ მომხდარა… 4 დღით ადრე (ერთწლიანი ვადის გასვლამდე), 19 ივნისს მოხდა ამ დადგენილების ავტომატურად გაგრძელება და შესაბამისად ჩვენი მიერთებაც გაგრძელდა“, განმარტა დონდუამ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.