თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ძიუდოისტმა გოგონებმა — მზია ბებოშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი შესძინეს ევროპის ოლიმპიურ ახალგაზრდულ ფესტივალ „თბილისი 2015-ზე“.
მზია ბებოშვილმა 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გოგონამ ჰოლანდიელ ილსე ბიურენსს სძლია.
ოდნავ მოგვიანებით ეთერ ლიპარტელიანმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში იპონით დაამარცხა პოლონელი ანა დაბროვსკა.
ამრიგად, მედლების საერთო ჩათვლაში საქართველოს ახლა სამი ოქროსა და ოთხიც ბრინჯაოს ჯილდო აქვს.