საქართველოში ვადაგასული ღორის ხორცის შემოტანას შეეცადნენ

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიღორის ხორცი
ღორის ხორცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაყინული ღორის ხორცი ფოთის პორტში თბომავალ Gozde Bayraktar-ით 18 ივლისს შემოიტანეს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გერმანიაში წარმოებულ 66 ათას კგ-მდე ვადაგასულ ღორის ხორცს ან გაანადგურებენ ან უკან გააგზავნიან, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხუთშაბათს, 30 ივლისს. 

„გაყინული ღორის ხორცი ფოთის პორტში თბომავალ Gozde Bayraktar-ით 18 ივლისს შემოიტანეს. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მხრიდან საქონლის ფიზიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ საქონელი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0