მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაერო: რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებაში გვეხმარება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შენობა ნიუ-იორკში
გაეროს შენობა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯეჰანგირ ხანი მიიჩნევს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერორიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების ერთიან სისტემად ფორმირებაში.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რუსეთი საკვანძო როლს ასრულებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანებაში, გაერო რუსეთს ამაში მხარს უჭერს, განაცხადა  გაეროს კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯეჰანგირ ხანმა. ამის თაობაზე იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.   

იაროსლავლში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ქვეყანა-პარტნიორების სპეცსამსახურების, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების მე–14 თათბირი მიმდინარეობს.  თათბირის მუშაობაში მსოფლიოს 64 ქვეყნის 92 დელეგაცია მონაწილეობდა. მას ასევე ესწრებოდნენ გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, დსთ–სა და ევროკავშირის დელეგაციები. 

„თათბირი იაროსლავლში ძალზე კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს. მასში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლით არიან დაინტერესებულები. „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა უცხოქვეყნელი დაქირავებული ტერორისტების მხრიდან მომავალი მზარდი საფრთხეები — ეს არის ის საკითხი, რომელიც თათბირის ყველა სხდომაზე ყურადღების ცენტრშია“, — თქვა ხანმა.  

მან განაცხადა, რომ თათბირის ფარგლებში „ძალზე სასარგებლო შეხვედრა“ ჰქონდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვთან. 

„მე მადლობა გადავუხადე მასაც და რუსეთის მთავრობასაც ასეთი მშვენიერი შეხვედრისთვის. მე მას მადლობა გადავუხადე იმისთვისაც, რომ მოხერხდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შეკრება, რომლებიც ტერორიზმის გზრდილი საფრთხეების წინააღმდეგ კონტრზომებს შეიმუშავებენ“, — დაამატა ხანმა.  

მისი თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინიციატივა, ყოველწლიურად ჩატარდეს ასეთი თათბირები, უნიკალურია  და გაერო მხარს უჭერს მათ ამ საქმეში. 

„არცერთ ქვეყანას არ ძალუძს მარტო აღუდგეს წინ ტერორიზმს. ამიტომაც მის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა სახელმწიფოს გაერთიანება დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რუსეთი საკვანძო როლს ასრულებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანებაში“, — ხაზი გაუსვა ხანმა. 


ყველა ახალი ამბავი
0