სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ახალგორის მკვიდრს გადმოსცემს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგორის მკვიდრს ქართულ მხარეს წითელი ხიდის გავლით გადმოსცემენ. საქართველომ ახალგორზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაკარგა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დე-ფაქტო ხელისუფლება ხუთშაბათს, 30 ივლისს ქართულ მხარეს გურამ გეგელაშვილს გადმოსცემს, რომელიც ერთი წლის წინ შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა შალვა ენუქიძემ.

ახალგორის მკვიდრს წითელი ხიდის გავლით გადმოსცემენ. საქართველომ ახალგორზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაკარგა.

„გურამ გეგელაშვილი, რომელიც ერთი წლის წინ შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, ჯანმრთელობის მდგომარეობსი გაუარესების გამო გაათავისუფლეს“, — განმარტა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ხელმძღვანელმა.

გეგელაშვილის გადმოცემის შესახებ მხარეები20 ივლისს სოფელ ერგნეთში ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოში გამართულ  რიგგარეშე შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ქართულ, სამხრეთ ოსეთისა და რუსულ მხარესთან ერთად,  2009 წლიდან შეხვედრებში, ტრადიციულად, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.


ყველა ახალი ამბავი
0