მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, უკრაინა და რამდენიმე სხვა სახელმწიფო ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებული მოვლენების გამო დაწესებული სანქციების 2016 წლის 23 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიუერთდა, განაცხადა ევროპული დიპლომატიის თავმა ფედერიკა მოგერინიმ.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველო ევროკავშირის იმ სანქციას მიუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში დამზადებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მიიღეს 2014 წლის ივნისში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. 

„ევროკავშირის საბჭოს მიერ სხვადასხვა დროს რუსეთის მიმართ, უკრაინის მოვლენების გამო, დაწესდა 12 სხვადასხვა სახის სანქცია. საქართველო შარშან, 23 ივნისს, მიუერთდა ერთ სანქციას — ყირიმსა და სევასტოპოლში (უკრაინა) წარმოებულ საქონელზე ექსპორტის კუთხით. ამჟამად, 19 ივნისს მოხდა აღნიშნული გადწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში, კიდევ ერთი წლით გაგრძელება“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საუბარი არაა საქართველოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებაზე, ხაზგასმით აღნიშნა მან.  

საქართველო, უკრაინა და რამდენიმე სხვა სახელმწიფო ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებული მოვლენების გამო დაწესებული სანქციების 2016 წლის 23 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიუერთდა, განაცხადა ევროპული დიპლომატიის თავმა ფედერიკა მოგერინიმ


ყველა ახალი ამბავი
0