მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი წუხს, რომ გაერომ MH-17-თან დაკავშირებით რეზოლუცია რუსეთის გამო ვერ მიიღო

© Public Domainევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის მთავრი დიპლომატის, ფედერიკა მოგერინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კასიაჩიჩმა განაცხადა, რომ რეზოლუცია სავალდებულო და სანდო მექანიზმს დაადგენდა ტრაგედიაში დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია უკრაინის თავზე ჩამოგდებულ ბოინგ  MH-17-თან დაკავშირებით. ეს რეზოლუცია საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასა და ტრაგედიაში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას უზრუნველყოფდა, განაცხადა ფედერიკა მოგერინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კასიაჩიჩმა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.  

„ჩვენ ძალინ ვწუხვართ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ რუსეთის ვეტოს გამო „მალაიზიის ავიახაზების“ რეისის ავიაკატასტროფაზე რეზოლუცია ვერ მიიღო. ეს რეზოლუცია დაადგენდა სავალდებულო და სანდო მექანიზმს იმათ პასუხისგებაში მისაცემად, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაშია დამნაშავე“, — უთხრა კასიაჩიჩმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს. 

2014 წლის 17 ივლისს უკრაინის თავზე  МН-17-ის ჩამოვარდნიდან ერთი  წლის თავზე, 29 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა მთელი რიგი ქვეყნების ინიციატივა საერთაშორისო ტრიბუნალი დაარსების შესახებ იმ პირთა გასასამართლებლად, ვისაც ამ კატასტროფაში ბრალი მიუძღვის. რუსეთმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ხოლო ანგოლამ, ვენესუელამ და ჩინეთმა თავი შეიკავეს. 


ყველა ახალი ამბავი
0