ბაქრაძე: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ხანია შეუერთდა

© Public Domainდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროკავშირის 19 ივნისის გადაწყვეტილებას სანქციების გახანგრძლივების შესახებ, საქართველო, უკრაინა და რიგი ქვეყნები შეუერთდნენ. სანქციები 2016 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 30 ივლისი —Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ხანია შეუერთდა, ივნისში კი ევროსაბჭომ სანქციების ვადა უბრალოდ გაახანგრძლივა, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ხუთშაბათს, 30 ივლისს.

ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებული  მოვლენების ფონზე,  ევროკავშირის 19 ივნისის გადაწყვეტილებას სანქციების გახანგრძლივების შესახებ, საქართველო, უკრაინა და რიგი ქვეყნები შეუერთდნენ. სანქციები 2016 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა.

"ამ სანქციას ჩვენ თავის დროზე ვიყავით მიერთებული სხვა ქვეყნებთან ერთად, შესაბამისად თვენახევრის წინ მოხდა ამ სანქციის გახანგრძლივება ევროკავშირის საბჭოს მიერ. შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა ამ სანქციებთან დაკავშირებით გრძელდება", — განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საქართველომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო, განმარტა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.


ყველა ახალი ამბავი
0