თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. უცნობმა ნიღბიანმა მამაკაცმა კურორტ ბოდრუმთან ახლოს მდებარე პანსიონის ტერიტორიაზე დამსვენებლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.
დაშავებულთა შორის პანსიონის მეპატრონის ნათესავებიც არიან. პოლიციამ დამნაშავის ძებნის ოპერაცია დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, ამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცემა თუ არა.
თურქეთში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის საზღვართან, ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოაწყო, ხოლო „ქურთისტანის შრომის პარტიის“ ბოევიკებმა პოლიციელები დახოცეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ქურთების მუშათა პარტიამ“ აიღო. ტერორისტების მსხვერპლი 46 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე გახდა.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთების მუშათა პარტიის“ პოზიციებს შეუტიეს. დარტყმა გამანადგურებელმა F-16 განახორციელა. შეტევაში ასევე მონაწილეობდა ტანკები და არტილერია. ამის პასუხად „ქურთების მუშათა პარტიამ“ საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ანკარასთან ზავმა „აზრი დაკარგა“.