მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: საპასუხო სანქციების საკითხში მთავარი ნაცვალგების პრინციპია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდნენ, შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღონ.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა შეკითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს მის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან ახალი ქვეყნების მიერთებაზე, უპასუხა, რომ სანქციების საკითხში მთავარი ნაცვალგების პრინციპია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ამას გარდა, ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, ხომ არ გაატარებს რუსეთი საპასუხო ზომებს ამ ქვეყნების მიმართ, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.  კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ბუნებრივია, რომ საფუძველთა-საფუძველი აქ ნაცვალგების პრინციპია“.  

გუშინ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციების ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, საქართველო და უკრაინაც შეუერთდნენ. 

დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიძაბა. ევროკავშირის ქვეყნებმა,  აშშ-მა და კანადამ 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთს სანქციათა რამდენიმე პაკეტი დაუწესეს. ამის პასუხად მოსკოვმა 2014 წლის აგვისტოში აშშ-დან, ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ნორვეგიიდან აგროსამრეწველო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.  

მიმდინარე წლის 22 ივლისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივეს. გადაწვეტილება მეორე დღეს, 23 ივნისს შევიდა ძალაში. 


ყველა ახალი ამბავი
0