წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

© фото - мэрия ТбилисиПострадавшие от наводнения в Тбилиси дети отдохнут на море
Пострадавшие от наводнения в Тбилиси дети отдохнут на море - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზღვაზე დასასვენებლად 19 ბავშვი, უფროსებთან ერთად გაემგზავრა, რომლებიც სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში განთავსდებიან.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების შვილები 15 დღით აჭარაში დაისვენებენ, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ზღვაზე დასასვენებლად 19 ბავშვი უფროსებთან ერთად გაემგზავრა, რომლებიც სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში განთავსდებიან.

„ეს არის თბილისის მერიისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ღონისძიება. ჩვენ მოგვმართეს აჭარიდან და გამოთქვეს სურვილი, რომ სტიქიით დაზარალებულ ბავშვების დასვენება უზრუნველყონ“, — განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ხუთშაბათს, 30 ივლისს. 

სტიქია თბილისში კვირას ღამით, 13 ივნისს მოხდა. ძლიერმა წვიმამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა დატბორა ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი,  ქუჩები და შენობების სარდაფები მტკვრის მიმდებარე და ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზე.  დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

წყალდიდობამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთაგან 3 ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად 110 ოჯახი დაზარალდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0