მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოკეანეში აღმოაჩინეს ნამსხვრევი, რომელიც მალაიზიური ბოინგ 777-ის ნაწილს წააგავს

გამოწერა
თვითმფრინავის ფრთის ნამსხვრევი აღმოაჩინეს ინდოეთის ოკეანეში ფრანგულ კულძულ რეიონიონზე. სპეციალისტების ვარაუდით, ნამსხვრევი შესაძლოა 2014 წელს დაკარგული მალაიზიური ბოინგ 777-ის ფრაგმენტი იყოს.

თვითმფრინავის ფრთის ნამსხვრევი აღმოაჩინეს ინდოეთის ოკეანეში ფრანგულ კულძულ რეიონიონზე. სპეციალისტების ვარაუდით, ნამსხვრევი შესაძლოა 2014 წელს დაკარგული მალაიზიური ბოინგ 777-ის ფრაგმენტი იყოს.

ხუთშაბათს ტელეარხის BFMTV ეთერში პოლიციის სპეციალისტმა დომინის რიზემ განაცხადა, რომ კომპანია ბოინგმა ნაპოვნი ნამსხვრევი თვითმფრინავი ბოინგ 777-ის ფრაგმენტად დაასახელა. ამასთანავე, როგორც რიზემ აღნიშნა, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია განისაზღვროს, ეკუთვნის თუ არა აღმოჩენილი ნაწილი დაკარგულ მალაიზიურ თვითმფრინავს.

ამოუცნობი თვითმფრინავის ნამსხვრევები ოთხშაბათს ინდოეთის ოკეანეში ფრანგულ კუნძულ რეიუნიონზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ მანამდე სააგენტო ფრანს პრესა იუწყებოდა წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეციალისტებმა ფრაგმენტის წარმომავლობის 3 ვერსია წამოჭრეს: ნაწილი შესაძლოა 2006 წლის მაისში კუნძულის სანაპიროსთან ჩამოვარდნილ ორძრავიან თვითმფრინავს ეკუთვნოდეს, შესაძლოა — 2014 წელს დაკარგულ მალაიზიურ ბოინგს, ან იემენის A310-ს, რომელიც 2009 წლის ივნისში კომორის არქიპელაგთან ჩამოვარდა.

მალაიზიამ თვითმფრინავის ფრაგმენტების აღმოჩენის ადგილზე საკუთარი ექსპერტები წარგზავნა. გამოძიებაში ჩაერთო ავსტრალიაც.

2014 წლის 8 მარტის ღამეს ბოინგ 777-200, რომელიც ბორტზე 227 მგზავრით და ეკიპაჟის 12 წევრით რეისს MH370 კუალა-ლუმპური — პეკინი ასრულებდა, რადარების მონიტორებიდან გაუჩინარდა. არსებობს ვარაუდი, რომ თვითმფრინავმა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში კატასტროფა განიცადა.

ყველა ახალი ამბავი
0