თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. რუსეთის საზღვარზე მოხვედრილი სანქცირებული პროდუქტებიდან განადგურების ბრზანებას არ ექვემდებარება ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის შემოტანილი პროდუქტები, კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის საზღვარზე შემოტანილი აკრძალული პროდუქტების განადგურების შესახებ.
„ბრძანება არ გავრცელდება ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის შემოტანილ საქონელზე და განბაჟებას დაქვემდებარებულ მესამე ქვეყნებში გადასატან ტრანზიტულ საქონელზე იმ შემთხვევაში, თუ ის ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, სახელმწიფო კონტროლის ორგანოები იმედს გამოთქვამენ, რომ საქონელის დანიშნულების ადგილზე მიღება მოხდება რუსეთის ტერიტორიის საზღვრის გარეთ, ყველა საბაჟო პროცდურების გავლის შესაბამისად“, — ნათქვამია განცხადებაში.