მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩვ.წ.აღ-მდე II-I საუკუნეების ბრინჯაოს სკულპტურა საქართველოდან აშშ-ში გამოიფინა

© http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=72&info_id=13314ბრინჯაოს სკულპტურა
ბრინჯაოს სკულპტურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო მუზეუმებიდან „ძველი სამყაროს“ შედევრები. მათ შორის პარიზის ლუვრის ექსპონატები, ვატიკანის მუზეუმის, ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმისა და სხვა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე  II-I საუკუნეებს ეკუთვნის, ლოს-ანჯელესში, გეტის (J. Paul Getty Museum) მუზეუმშია გამოფენილი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მირ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ივლისიდან გეტის მუზეუმში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა — „ძალაუფლება და პათოსი — ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები“ გაიხსნა, რომელიც 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა გამოფენაში მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს ჟან-პოლ გეტის მუზეუმთან ერთად. თანამშრომლობის პროექტი ითვალისწინებს უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლასა და ტექნიკურ კვლევას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი 1988 წელს არქეოლოგებმა ვანში აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო მუზეუმებიდან  „ძველი სამყაროს“ შედევრები. მათ შორის პარიზის ლუვრის ექსპონატები, ვატიკანის მუზეუმის, ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმისა და სხვა.

მარტში გამოფენა ფლორენციაში გაიმართა, ლოს-ანჯსესის შემდეგ კი შედევრები ვაშინგტონში გადაინაცვლებს.

2016 წელს, აშშ-ის ტურნეს დასრულების შემდეგ, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს დაუბრუნდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0