ყატარის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელის ასლები წარადგინა

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყატარის ახალმა ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელის ასლები გადასცა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ყატარის ახალმა ელჩმა საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ (Mubarak Nasser Mubarak Al Khalifa) ოთხშაბათს, 29 ივლისს რწმუნებათა სიგელის ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.  

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ორ- და მრავალმხრივი ურთიერთობებისა და ასევე შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.  

ყატარის ახალი ელჩი საქართველოში 2015 წლის 15 ივლილსს დაინიშნა. 


ყველა ახალი ამბავი
0