საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქრო მოიპოვა

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaძიუდოისტი რობინზონ ბეგლარიშვილი
ძიუდოისტი რობინზონ ბეგლარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საფინალო ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მანუელ ლომბარდის სძლია.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ძიუდოისტი რობინზონ ბეგლარიშვილი ოლიმპიურ ფესტივალზე „თბილისი 2015“ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.  

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საფინალო ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მანუელ ლომბარდის სძლია.

ოქროს გარდა, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ბრინჯაო აიღო, ასევე ძიუდოში. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის გამართულ ორთაბრძოლაში ბაგრატ ნინიაშვილმა გაიმარჯვა. გოგონებში ბრინჯაო ნატალია ყიფშიძეს ერგო (-48 კგ).

ამრიგად, ფესტივალის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალია.  


ყველა ახალი ამბავი
0