თბილისი, 29 ივლისის — Sputnik. მძიმე სამხედრო ტექნიკის ადაჟის ბაზაზე განთავსების თაობაზე ლატვიამ აშშ-თან ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„შეხვედრები დაიწყო“, — აცხადებენ პრეს-სამსახურში. ამ ეტაპზე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, ასევე უცნობია რა სახეობისა და რაოდენობის ტექნიკა იქნება ლატვიაში გადმოგზავნილი.
ლატვიური მედიის ინფორმაციით, ამერიკული ტექნიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოჩნდება ლატვიაში. ლატვია 2004 წლიდან ნატოს წევრია. ამჟამად ლატვიაში 150 ამერიკელი დესანტი და ნატოს წევრი-ქვეყნების სამხედრო ტექნიკა იმყოფება.