თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივნისში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 55% —ით (159 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა და დაახლოებით 131 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 12,1% გახლავთ, განაცხადეს საქარათველოს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში.
2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა:
• მსუბუქი ავტომობილები – 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც 106,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
• არმატურა – 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც 30,5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის 6%–ით შემცირება, რამაც დაახლოებით 278 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი იმპორტის საერთო მოცულობის 7,6%-ია.
ნავთობგაზებისა და აირადი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი გაზი) იმპორტის მოცულობამ მოცემულ პერიოდში დაახლოებით 817 ათასი ტონა – 168,7 მლნ აშშ დოლარი – შეადგინა, რაც 17,4 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტის სახით შემოვიდა:
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 123 ათასი ტონა, რამაც 65,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და რაც 36 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის იანვარ-მაისთან შედარებით.
• ელექტროენერგია – 7, 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების, რაც 5,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აზერბაიჯანი, 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მეორეა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის.
საქართველოს საგარეო ვაჭრობამ აზერბაიჯანთან მოცემულ პერიოდში სულ 409 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3% —ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ-მაისთან შედარებით. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში აზერბაიჯანთან ბრუნვაზე 8,6% მოდის.