FIBA–მ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დისკვალიფიკაცია არ შეეხება ეროვნული ნაკრების სტატუსის მქონე გუნდებს, რომლებიც მოცემულ მომენტში მონაწილეობას იღებენ FIBA–ს შეჯიბრებებში და ასევე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში U18, რომელიც სტარტს რამდენიმე დღში აიღებს.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) რუსეთის კალათბურთის ფედერაციის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. დიკვალიფიკაცია არ შეეხება იმ ნაკრებებს, რომლებიც ამ მომენტში FIBA–ს შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას, აღნიშნულია რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.

რუსეთის კალათბურთის ფედერაციამ, რომელსაც 2013 წელს იულია ანიკეევა ედგა სათავეში, თებერვლის თვეში მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლო გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა, რომელიც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტისა და საორგანიზაციო კომიტეტის შესარჩევი კონფერენციის გამართვას შეეხებოდა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ აპელაცია არ მიიღო. 18 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ კალათბურთის ფედერაციას 60 დღის განმავლობაში კონფერენციის ძველი შემადგენლობით (2010 წლის 20 თბერვლიდან) გამართვა დააკისრა. საორგანიზაციო კომიტეტმა შესარჩევი კონფერენციის გამართვის თარიღად 25 აგვისტო დაასახელა.

„FIBA–საორგანიზაციო კომიტეტმა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. რაც შეეხება შეჯიბრებების განრიგს, დისკვალიფიკაცია არ შეეხება ეროვნული ნაკრების სტატუსის მქონე გუნდებს, რომლებიც მოცემულ მომენტში მონაწილეობას იღებენ FIBA–ს შეჯიბრებებში და ასევე  ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში U18, რომელიც სტარტს რამდენიმე დღში აიღებს“, – ნათქვამია FIBA–ს წერილში.

„ნათელია, რომ ვითარება თანდათან იძაბებოდა და ეხლა ზედა ზღვარს მიაღწია. ძველი მენეჯმენტი რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საქმიანობაში ერევა, უფრო მეტიც, ეჭვქვეშ აყენებს კალათბურთის ფედერაციის ავტორიტეტს“, – აღნიშნულია FIBA–ს პრეზიდენტის ორასიო მურატიოს წერილში.

 


ყველა ახალი ამბავი
0