ცნობილი ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი კვირას ხანგრძლივი კომის შემდეგ 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰოსპისის ექიმები ჯორჯიას შტატში, ატლანტაში ბობი კრისტინას სიცოცხლეს 6 თვის მანძილზე ხელოვნურად უნარჩუნებდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. როგორც სააგენტო Ruptly იუწყება, ცნობილი მომღერლის ქალიშვილი კვირას საღამოს 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1 თვის წინ ბობი კრისტინას ოჯახმა მკურნალობის შეწყვეტა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც ექიმებმა საკუთარი უძლურობის შესახებ განაცხადეს, იუწყება პორტალი TMZ.
უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი 31 იანვარს სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციის ექსპერტების აზრით, გოგონამ წყალქვეშ 2-დან 5 წუთამდე დაჰყო. იმ დროისათვის სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოახერხეს წყლის სხეულიდან გამოდევნა, თუმცა გოგონა კომიდან მაინც ვერ გამოვიდა.
ბობი კრისტინა უიტნი ჰიუსტონისა და ცნობილი R&B შემსრულებლის ბობი ბრაუნის ქალიშვილი იყო. ცნობილია, რომ მომღერალმა, რომელიც ნარკოტიკების მაღალი დოზით მიღების გამო 2012 წლის 12 თებერვალს ბევერლი-ჰილზზე სასტუმროს Beverly Hilton ნომრის სააბაზანოში იპოვეს, მისი კუთვნილი ქონება სრულად მის ერთადერთ ქალიშვილს უანდერძა.