ძლიერმა ქარმა და ტროპიკულმა წვიმამ მინსკის ოლქში ბერეზინაზე გაჭიმულ ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ხელი შეუშალა. იხილეთ სტიქიის ამსახველი კადრები.
ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ხრის ქარი მინსკი — გომელის, ბობრუისკას შემოვლითი გზის გაყოლებაზე ხეებს, სამშენებლო ტექნიკის მუშაობა შეწყდა ბერეზინაზე გადასასვლელ ხიდზე, იუწყება Sputnik ბელორუსია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ბობრუისკაში გასულ კვირას ძლიერმა ქარბუქმა 6 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ქალაქში ქარის სიჩქარე საათში 22 კილომეტრს აღწევდა. საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა.