რიკოთის გვირაბი ღამით დაიკეტება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაწმენდით სამუშაოებთან დაკავშირებით, რიკოთის გვირაბში 30 ივლისიდან ღამის საათებში — 01:00–დან 06:00 საათამდე — ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი 30 ივლისიდან ღამის საათებში ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება, ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის განცხადებაში. 

„თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 143–ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდით სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 ივლისის ღამის 01:00 სთ–დან დილის 06:00 სთ–მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით“, — ნათქვამია განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0