მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედლები მოიპოვა

© https://www.facebook.com/TbilisiEYOFოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა. ბანერი
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა. ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჯიბრის მეორე დღეს გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრები ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ძიუდოისტებმა ზურაბ კახნიაშვილმა და თემურ ნოზაძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე „თბილისი-2015“ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. პირველი ჯილდო საქართველოს ნაკრებს ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა, რომელმაც 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ჩეხ დავით ვოპატას სძლია. 

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი თემურ ნოზაძის ანგარიშზეა. მან თურქ ზექირ უღურჩანთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.  

შეჯიბრის მეორე დღეს გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრები ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა. 


ყველა ახალი ამბავი
0