საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მამა მრავალშვილიან ოჯახს ბინიდან ასახლებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ალექსანდრე ბიზიკაშვილს, რომელმაც ქართლოს ზაქარეიშვილისგან 5 ათასი დოლარი ხუთი წლის წინ ისესხა, ვალის გადასახდელად სამთვიანი ვადა მისცა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბიზიკაშვილების 11 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება, თუ სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მამას 25 ათას აშშ დოლარს არ გადაუხდის, იუწყება ტელეარხი „რუსთავი-2“ სამშაბათს, 28 ივლისს.  

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ალექსანდრე ბიზიკაშვილს, რომელმაც ქართლოს ზაქარეიშვილისგან 5 ათასი დოლარი ხუთი წლის წინ ისესხა, ვალის გადასახდელად სამთვიანი ვადა მისცა.  

„მათ მე სახლი უნდა გადმომცენ. მე აღარ ვერევი ამაში. ამაზე პასუხისმგებელი აღსრულების ბიუროა“, — თქვა ზაქარეიშვილმა. 

ბიზიკაშვილმა განმარტა, რომ ვალი ფინანსური პრობლემების გამო ვერ დააბრუნა. 

„ამ ადამიანმა პირგასამტეხლო დღეში 50 დოლარის ოდენობით დამიდგინა. ახლა მთხოვს, რომ 25 ათასი დოლარი გადავუხადო. 5 ათასი ვერ გადავიხადე და 25 ათასს როგორ გადავიხდი?“ — კითხულობს ბიზიკაშვილი.  

ამ დროისათვის ბინა უკვე გაფორმებულია ქართლოს ზაქარეიშვილის სახელზე.  


ყველა ახალი ამბავი
0