პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგენილია, რომ გივი ქ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, მოქალაქეს 2734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik.  ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური სამშაბათს, 28 ივლისს.

გამოძიებით დადგენილია, რომ გივი ქ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, მოქალაქეს 2734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდა და სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0