თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამი გარდაიცვალა, შვიდმა კი სხეულის დაზიანება მიიღო სოფ. ოსიაურთან მომხდარი ავარიის შდეგად, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური სამშაბათს, 28 ივლისს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული ნომრებით მოძრავი ავტობუსი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა.
სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლოატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით არის აღძრული. ბრალდებულს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.