თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინისთვის 30 ათასი აშშ დოლარის ოდენობით დახმარების შესახებ. ქართული მხარემ თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყო.
უკრაინის ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირების მიზნით, გაერო 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს სამოქმედო გეგმას. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაერომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან 316 მლნ აშშ დოლარი აიღო სესხად. ივლისის მონაცმებით, ამ თანხის 30% უკვე მიღებულია, იუწყება გაეროს ცენტრი.