თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ ბარსელონას ცენტრში მდებარე სასტუმროსთან ატეხილი სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ერთი მძიმედ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
დაუდგენელმა პირებმა ოტელ „სილქენის“ მახლობლად, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სროლა ატეხეს. გაზეთი „პაისი“ წერს, რომ ისროდა ორი პირი.
ზოგი ინფორმაციით, დაჭრილია სულ ცოტა, ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დამნაშავეები მიიმალნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.