მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფირცხალავას „მამა“ სარაევოს კონოფესტივალზე მოხვდა

გამოწერა
ფილმი „მამა“ ოჯახური დრამაა, რომელიც ოჯახის მრავალწლიან ისტორიას მოგვითხრობს. ხანგრძლივი განშორების შემდეგ ძმები — ლადო და ნიკა მათი ცხოვრებიდან გამქრალ მამას ხვდებიან.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“ სარაევოს 21-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, რომელიც 14-22 აგვისტოს ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

ფილმი „მამა“ ოჯახური დრამაა, რომელიც ოჯახის მრავალწიან ისტორიას მოგვითხრობს. ხანგრძლივი განშორების შემდეგ ძმები — ლადო და ნიკა მათი ცხოვრებიდან გამქრალ მამას ხვდებიან. დედასთან ძმების ოჯახური იდილია ვერ აცხრობს მათ წყურვილს გაიგონ, რატომ მიატოვა მამამ. 

ამას გარდა, CineLink კოპროდუქციის ბაზრობაზე კიდევ 3 ქართული პროექტია წარდგენილი: თინათინ ყაჯრიშვილის „მანჯი“, რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ და იოსებ ბლიაძის „ოთარის სიკვდილი“.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ სექციაში „ახალგაზრდა ტალანტების პლატფორმა“ მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან გაემგზავრება ორი ქართველი რეჟისორი: კონსტანტინე კალანდაძე და შორენა თევზაძე. ამგვარად, სამხრეთ ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან წარდგენილი კინოპროფესიონალები შეძლებენ ეზიარონ საერთაშორისო კინოპროექტების გამოცდილებას, დაესწრნენ მასტერ-კლასებს, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებსა და პრაქტიკულ მუშაობაში.   

საქართველო სარაევოს კინოფესტივალში მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წელს ნანა ექვთიმიშვილის ფილმმა „გრძელი ნათელი დღეები“ ფესტივალის სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის, მთავარი პრიზი. 

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1995 წლიდან ტარდება. დღეს ის ერთ-ერთი უმსხვილესი კინოფესტივალია არა მარტო ბალკანეთში, არამედ მთელ ევროპაში. სარაევოს ფესტივალი მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებს მასპინძლობს. მისი ძირითადი იდეა — ეს ინოვაციური და უჩვეულო ფილმების ჩვენება, ხოლო შეფასების მთავარი კრიტერიუმი — მაღალი პროფესიონალიზმი და ორიგინალობა გახლავთ. 


ყველა ახალი ამბავი
0