ბელარუსმა რუსეთისგან 760 მლნ დოლარი კრედიტი მიიღო

© photo: Sputnik / Борис Бабанов / გადასვლა მედიაბანკშიმინსკის ისტორიული ცენტრი
მინსკის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა და ბელარუსმა ხელი მოაწერეს მთავრობათშორის ხელშეკრულებას ბელარუსისთვის ათწლიანი კრედიტის მიცემის თაობაზე.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბელარუსმა სამშაბათს რუსეთისგან 760 მლნ დოლარის კრედიტი მიიღო, ნათქვამია რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

გასულ პარასკევს, 24 ივლისს, რუსეთმა და ბელარუსმა  ხელი მოაწერეს მთავრობათშორის ხელშეკრულებას ბელარუსისთვის ათწლიანი კრედიტის მიცემის თაობაზე. მაშინ ბელარუსის ხელისუფლება აცხადებდა, რომ კრედიტის ჩარიცხვას უახლოეს დღეებში ელოდებოდა. 

„28 ივლისს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე, ბელარუსისა და რუსეთის მთავრობებს შორის 2015 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსური კრედიტის თანხა  ჩაირიცხა“, — წერია ბელარუსის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

ყველა ახალი ამბავი
0