მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი: „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხით საქართველოს სპეცსამსახურები უნდა დაკავდნენ

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეზობელ თურქეთში უკანასკნელ კვირაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის შრომის პარტიის“ ბოევიკების მიერ მოწყობილი ტერაქტისა და პოლიციელთა დახოცვის შემდეგ.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხით სპეცსამსახურები უნდა დაკავდნენ, თუმცა თავდაცვის სამინისტრო მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს მათ, განაცხადა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 28 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისლიმისტმა ექსტრემისტებმა რუსეთის კავკასიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს, საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზღვრების დაცვის გაძლიერების თაობაზე განაცხადა.

„ძირითადი პასუხისმგებლობა გადადის არა თავდაცვის სამინისტროზე, არამედ უსაფრთხოების შესაბამის სამსახურებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ეს უფრო მეტად მათი საქმეა. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში ვართ…ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და უნდა დავეხმაროთ ამ უწყებებს მსგავსი საფრთხეების განეიტრალებაში“, — თქვა ხიდაშელმა. 

საქართველოს მეზობელ თურქეთში უკანასკნელ კვირაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის შრომის პარტიის“ ბოევიკების მიერ მოწყობილი ტერაქტისა და პოლიციელთა  დახოცვის შემდეგ.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს სირიასა და ერაყში  „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთების მუშათა პარტიის“ პოზიციებს შეუტიეს. დარტყმა გამანადგურებელმა F-16 განახორციელა. შეტევაში ასევე მონაწილეობდა ტანკები და არტილერია. ამის პასუხად „ქურთების მუშათა პარტიამ“ საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ანკარასთან ზავმა  „აზრი დაკარგა“. 


ყველა ახალი ამბავი
0