მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქურთმა ბოევიკებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი ხიდი ააფეთქეს

© photo: Sputnik / michael fomichev / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში
სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანასკნელ კვირაში, მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის საზღვართან, ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოაწყო, თურქეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის შრომის პარტიის“ ბოევიკებმა ქალაქების — დიარბაქირისა და მუშის დამაკავშირებელი ორი ხიდი ააფეთქეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Milliyet-ზე დაყრდნობით. 

ხიდები ნაღმებით ააფეთქეს. გზა მთლიანად გადაკეტილია მოძრაობისთვის. პოლიცია ბოევიკებს ეძებს.  

უკანასკნელ კვირაში, მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის საზღვართან, ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოაწყო, ხოლო „ქურთისტანის შრომის პარტიის“ ბოევიკებმა პოლიციელები დახოცეს, თურქეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს სირიასა და ერაყში  „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთების მუშათა პარტიის“ პოზიციებს შეუტიეს. დარტყმა გამანადგურებელმა F-16 განახორციელა. შეტევაში ასევე მონაწილეობდა ტანკები და არტილერია. ამის პასუხად „ქურთების მუშათა პარტიამ“ საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ანკარასთან ზავმა  „აზრი დაკარგა“. 

თურქეთის მმართველი პარტიის პრეს-მდივანმა ბეშირ ათალაიმ განაცხადა, რომ ქურთების პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირება თურქეთში იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ „ქურთისტანის შრომის პარტია“ იარაღს ჩააბარებს.  


ყველა ახალი ამბავი
0