თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრმა გიგა ჯანელიძემ იტალიის სერია А-2–ის კლუბთან „აურორა ბასკეტ ჯესისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გასულ სეზონზე ჯანელიძე იტალიის რანგით მე–3 ლიგის კლუბ „როზეტოში“ გამოდიოდა. საკალათბურთო მოედანზე იგი საშუალოდ 23 წუთს ატარებდა და 6,8 ქულას და 5,5 მოხსნას აგროვებდა.
ამჟამად ჯანელიძე სლოვაკეთში იმყოფება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას გადის.