მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირის ეკონომიკა ზარალდება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული იქნება აქტუალური პოლიტიკურ–სოციალური თემები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების სტატისტიკასა და კვლევებზე დაყრდნობით მომზადდება.

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირის ეკონომიკას საკმაო ზარალი მიადგა – ასეთი შეფასება არის მოცემული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ის პირველ გამოცემაში „Sputnik. Факты“. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული იქნება აქტუალური პოლიტიკურ–სოციალური თემები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების სტატისტიკასა და კვლევებზე დაყრდნობით მომზადდება.

პუბლიკაციაში განხილულია ავსტრიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის (WIFO) მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის საფუძველზეც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებში 2,5 მლნ სამუშაო ადგილი დაიკარგება, ხოლო ქვეყნების ეკონომიკა 109 მლრდ ევროს ოდენობით ზარალს მიიღებს.

გერმანია უფრო მკვეთრად იგრძნობს სანქციების უარყოფით შედეგებს და რუსეთის მხრიდან საპასუხო კონტრსანქციებს – 500 ათასი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება, ქვეყნის ეკონომიკა კი 29,9 მლრდ ევროს დაკარგავს. პოლონეთსა და იტალიაში სამუშაო ადგილების შემცირების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია – 302 და 302 ათასი. რაც შეეხება ეკონომიკას, იტალიაში ზარალის მაჩვენებელი 16,3 მლრდ ევრო იქნება, ხოლო პოლონეთში –5,4 მლრდ ევრო. 

Sputnik – საინფორმაციო სააგენტო და რადიო, რომელსაც ათობით ქვეყანაში აქვს  მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბები. იგი მოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დამატებებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 

ყველა ახალი ამბავი
0