მარკოიშვილმა საკალათბურთო კლუბი ცსკა დატოვა

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიმანუჩარ მარკოიშვილი
მანუჩარ მარკოიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლურჯ–წითლების“ შემადგენლობაში მარკოიშვილმა 42 მატჩი ჩაატარა, სადაც 5,7 ქულა აიღო, 1,9 მოხსნა, 15:00 წუთში 1,1 გადაცემა გააკეთა და რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა არმიელებთან შეთანხმებით დატოვა, ნათქვამია „ლურჯ–წითელფორმიანების“ ოფიციალურ გვერდზე

ქართველი კალათბურთელი ცსკა–ს რიგებში 2014 წლის ზაფხულში ჩადგა, სადაც 42 მატჩი ჩაატარა, 5,7 ქულა აიღო, 1,9 მოხსნა, 15:00 წუთში 1,1 გადაცემა გააკეთა და  რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.  

„მანუსთან (მანუჩართან) დამშვიდობება ერთადერთი მიზეზითაა განპირობებული – ლეგიონერებზე ლიმიტის პირობებში წინა და უკანა ხაზებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობით. მანუჩარმა სრულად გაამართლა ჩვენი იმედები და მე წამითაც არ ვნანობ, რომ 2014 წელს ის გუნდში მოვიწვიეთ. უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ მანუ არაჩვეულებრივი ადამიანი გამოდგა – გულწრფელი, გულისხმიერი, პასუხისმგებლობით სავსე, კეთილსინდისიერი. და ეს იმ დროს, როცა მოედანზე ხისტი, შეუპოვარი და საიმედო მებრძოლი იყო“, — თქვა ცსკა–ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუნინმა. 

„გვიმძიმს ჩვენს კეთილ მეგობართან დამშვიდობება, მით უმეტეს, რომ ცსკა–ს დაგეგმილი გასვლითი მატჩი თბილისში მის გარეშე ჩატარდება. თუმცა, სიამოვნებით ვუსურვებ მანუჩარს წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი  დიდი გამარჯვება ელის“, — დაამატა მან. 

თავად ფორვარდი გამოტყდა, რომ „სულითა და გულით ემადლიერება ცსკა–ს ხელმძღვანელობას და მწვრთნელთა შტაბს ევროპის საუკეთესო კალათბურთელებთან თამაშის შანსის გამო“. 

„რეალურად, უკმაყოფილებისთვის ერთადერთი საბაბი მაქვს — ევროლიგაში ვერ გავიმარჯვეთ. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ გუნდს ყველაფერი წინ აქვს. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებსაც და კლუბის თითოეულ წევრსაც — მწვრთნელებს, მოთამაშეებს, სამედიცინო შტაბს, ყველა თანამშრომელს. ისინი მეხმარებოდნენ თავაწეულს მებრძოლა ბოლომდე“, — შეაჯამა მარკოიშვილმა კლუბში ყოფნის პერიოდი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0