აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის ძალისხმევა გაზარდა

© фото - public domainსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის დასაწყისში საქართველომ შეძლო ტრეფიკინგის 17 მსხვერპლის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც ათი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, შვიდი კი შრომითი.

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გააძლიერა ბრძოლა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ, ნათქვამის აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.

2015 წლის დასაწყისში საქართველომ შეძლო ტრეფიკინგის 17 მსხვერპლის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც ათი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, შვიდი კი შრომითი. 

ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყო მუშაობა სამართალდამცველმა ორგანოებმა. 16 საქმის გამოძიება დაიწყო, რომელთაგანაც 12 სექსუალურ ძალადობას, ხოლო დანარჩენი შრომითი უფლებების დარღვევას შეეხებოდა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ორი თავშესაფარი გახსნა, რომელშიც 16 დაზარალებულმა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება მიიღო. ხელისუფლება მათ მატერიალური თვალსაზრისითაც დაეხმარა.

 „იმ ქალებისათვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ, საქართველო წარმოადგენს ერთგვარ წყაროს და სატრანზიტო საშუალებას. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები და ბავშვებიც ხდებიან, რომელთაც ძალის გამოყენებით აიძულებენ მუშაობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქართველი ქალები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდებიან როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე თურქეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რუსეთში.

საქართველოში, კერძოდ, ბათუმსა და გონიოში ადგილი აქვს პროსტიტუციის ფაქტებს, რომელშიც ძირითადად აზერბაიჯანელი და აზიელი ქალები არიან ჩართულნი. პრისტიტუციის ფაქტები დაფიქსირებულია საუნებში, სტრიპტიზ–კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში.

იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმეტესობა – სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოდიან.

რაც შეეხება შრომით ძალადობას, ქართველი ქალები და მამაკაცები მსხვერპლი ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – თურქეთში, ერაყში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. ეს არიან ადამიანები, რომლებიც სამუშაოს მცირე მეურნეობაში პოულობენ.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0